ბექა ოდიშარია - „მესაფლავე" თავიდან რომ იწერებოდეს, ლევან ხაბეიშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიეძღვნებოდა

„მესაფლავე“ თავიდან რომ იწერებოდეს, ლევან ხაბეიშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიეძღვნებოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარია „ნაციონალურ მოძრაობას“ სთხოვს, ლევან ხაბეიშვილი პარტიაში დატოვონ.

„ლევან ხაბეიშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" უკანასკნელ ლურსმნებს ურტყამს პოლიტიკურ კუბოში. ამ ადამიანს სხვა გაქანება არ აქვს, ის ვერასოდეს იქნება შემკრები. ადამიანს, რომელსაც შეუძლია სხვებს ცილი დასწამოს და ეს ყველამ ჩვენს თავზე ვიგემეთ, ის მოუვა, რაც ლევან ხაბეიშვილს დაემართა.

„ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ერთი თხოვნა მაქვს - ლევან ხაბეიშვილი 2024 წლამდე არაფრით არ გაუშვან და არჩევნებს მასთან ერთად შეხვდნენ, რადგან მისი დამფინანსებელი არჩევნების შედეგების შეტყობის შემდეგ, მას ერთი ტყვიით დამუხტულ იარაღს შეუტანს, კაბინეტში დაუტოვებს და შემდეგ რა მოხდება, არ ვიცი, ეგ სერია ნანახი არ მაქვს",- განაცხადა ოდიშარიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს