პარლამენტმა მეორე მოსმენით ფრიდონ ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემას ხდის შესაძლებელს

პარლამენტმა მეორე მოსმენით - 81-ხმით ერთხმად დეპუტატ ფრიდონ ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში არაელექტრონული - ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემას ხდის შესაძლებელს.

როგორც ინჯიას მიერ წარდგენილ კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არაელექტრონული პირადობის მოწმობა აქვს, კონსტიტუციით გათვალისწინებული საარჩევნო უფლებით ვერ ისარგებლებს, რითაც საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს კონსტიტუციური უფლება შეეზღუდებათ - მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გასულ კვირას ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც ითქვა, რომ 2011 წლამდე გამოშვებული ყველა პირადობის მოწმობა გაუქმდება.

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, გამონაკლისის სახით, კანონმდებლობა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც "რელიგიური მოსაზრებების" გამო ID ბარათების აღებაზე უარს ამბობენ, გამონაკლისს დაუშვებს. კობახიძის თქმით, "რელიგიური მოსაზრებების" გამო დაახლოებით 65 ადამიანი ამბობს უარს ID ბარათის შეცვლაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი, რამდენიმე ათეული.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება