პარლამენტმა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 82 ხმით მიიღო.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, კანონპროექტით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონს ემატება და განიმარტება ახალი ტერმინი „გონივრული საფუძველი".

„კანონპროექტის თანახმად, სამთავრობო კომისია გადაწყვეტილებების მიღებისას გაითვალისწინებს ყადაღისადმი დაქვემდებარებულ ქონებაზე კეთილსინდისიერ მესამე პირთა უფლებებს. გარდა ამისა, წესრიგდება გაეროს სანქციების კომიტეტისადმი ან/და სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოსადმი მიმართვასთან დაკავშირებული საკითხები.

საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებით შესრულდება MONEYVAL-ის მიერ 2020 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული, საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მოქმედი სისტემის მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიშში მოცემული შეფასებები და რეკომენდაციები, რაც შესაძლებელს გახდის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების პროცესი მაქსიმალურად დაუახლოვდეს FATF-ის სტანდარტებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება