ბენი განცი - ვეცდებით მაქსიმალურად ვისარგებლოთ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებით, მაგრამ მზად ვართ ომის გაგრძელებისთვის

ისრაელი ეცდება მაქსიმალურად ისარგებლოს მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებით, მაგრამ მზად არის ომის გაგრძელებისთვის, - ამის შესახებ ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრმა ბენი განცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რთულ მომენტში ვართ, შეთანხმების ჩარჩოში დროის ფანჯრით ჩვენი გატაცებულების დასაბრუნებლად. ვიმუშავებთ, რომ ამით მაქსიმალურად ვისარგებლოთ. ამავდროულად, მომზადებულები ვართ და მზად ვართ ბრძოლას დავუბრუნდეთ, ნებისმიერ მომენტში, მათ შორის ამ მომენტშიც", - განაცხადა განცმა.

მისი თქმით, 1948 წლის დამოუკიდებლობის ომიდან ისრაელი მის „ყველაზე მნიშვნელოვან ომში“ იბრძვის.

ცნობისთვის, დღეს „ჰამასმა“ განცხადება გაავრცელა, რომ მზად არის ისრაელთან ზავის გასახანგრძლივებლად.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება