განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი თემატური მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს იწყებს

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2021 წელს COVID-19 პანდემიის ზოგად განათლებაზე ზეგავლენის შეფასების მიზნით თემატური მოკვლევა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცობით, 2023 წელს, კომიტეტმა, სამოქმედო გეგმის საფუძველზე, აღნიშნული მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი დაიწყო. პროცესს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი ხელმძღვანელობს.

„გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ფარგლებში ბაია კვიციანმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული პროცესის განმავლობაში, დაგეგმილია საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები.

აღნიშნულის შემდეგ, მომზადდება დასკვნა, რომელშიც ასახული იქნება გაცემული რეკომენდაციების შესრულების კუთხით არსებული მდგომარეობა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება