აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ განცხადებას საერთაშორისო გეოპოლიტიკური საკონსულტაციო ფირმა Kissinger Associates-ი ავრცელებს.

„დოქტორი ჰენრი კისინჯერი, პატივცემული ამერიკელი მეცნიერი და სახელმწიფო მოღვაწე, დღეს, კონექტიკუტში, საკუთარ სახლში, გარდაიცვალა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნობელის პრემიის ლაურეატმა, ჰენრი კისინჯერმა, 1970-იან წლებში უამრავ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკური მოვლენის ფორმირებაში მიიღო მონაწილეობა, როდესაც პრეზიდენტების ჯერალდ ფორდისა და რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაციებში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლისა და სახელმწიფო მდივნის თანამდებობები ეკავა.

ჰენრი კისინჯერი აშშ-ის დიპლომატიაში ყოველთვის აქტიურ ფიგურად რჩებოდა, მათ შორის, მიმდინარე წლის ივლისში იგი პეკინში, ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება