სერგეი ლავროვი ეუთო-ს მინისტერიალზე სხვა მარშრუტით გაფრინდა, ბულგარეთმა თავის საჰაერო სივრცეში მარია ზახაროვას შეშვებაზე უარი განაცხადა

სერგეი ლავროვი ეუთო-ს მინისტერიალზე სხვა მარშრუტით გაფრინდა, ბულგარეთმა თავის საჰაერო სივრცეში მარია ზახაროვას შეშვებაზე უარი განაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო ТАСС ავრცელებს.

„როგორც სააგენტომ შეიტყო, ბულგარულმა მხარემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავის გადაფრენაზე უარი განაცხადა, რადგან ბორტზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა იმყოფებოდა“, - წერს რუსული სააგენტო.

სერგეი ლავროვი, რომელიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ არის, სკოპიეში უკვე ჩავიდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ეუთო-ს მინისტერიალი დაიწყო.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა