საბინე მახლი - თბილისში საქართველოს მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს და მნიშვნელოვანია, რომ ამაზე ვიმუშაოთ - სუფთა ჰაერი და მწვანე გარემო გვჭირდება

თბილისში საქართველოს მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს და მნიშვნელოვანია, რომ ამაზე ვიმუშაოთ - სუფთა ჰაერი და მწვანე გარემო გვჭირდება, - ამის შესახებ გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა განაცხადა.

საბინე მახლმა თბილისის მერიის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) თანაორგანიზებითა და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით გამართულ სემინარზე - სემინარზე - „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანსაღი ქალაქის პროექტი თბილისში და ჯანსაღი ქალაქების ეროვნული ქსელი საქართველოში“ განაცხადა, რომ უნდა გაგრძელდეს ქალაქების გამწვანება, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ასევე ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ ამ ქალაქებს და იმ გარემოს, სადაც ხალხი ცხოვრობს იმიტომ, რომ სუფთა ჰაერი, გარემო და მწვანე გარემო გვჭირდება. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის უმეტესობა თბილისში გაკეთებულია. ეს კარგი მაგალითია იმისთვის, რომ გააგრძელოთ ამ ყველაფრის კეთება და გაამწვანოთ ქალაქები. ვფიქრობ, თბილისში ბევრი რამ გაკეთდა, რაც ჩვენ ძალიან გვიხარია. ეს კარგი ინიციატივაა იმ სხვა ადგილებთან ერთად, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს. უნდა გაგრძელდეს ქალაქების გამწვანება, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ასევე ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, რადგან ეს ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. თბილისში საქართველოს მოსახლეობის ⅓ ცხოვრობს და მნიშვნელოვანია, რომ ამას დიდი ყურადღება დაეთმოს“, - განაცხადა გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა.

თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ ღია თანამშრომლობის ფარგლებში დედაქალაქში ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება.

„დღეს ჯანსაღი ქალაქების ქსელის ძალიან მნიშვნელოვანი პირველი შეხვედრა იმართება. თბილისი ამ მნიშვნელოვან ქსელში შარშან გაწევრიანდა. ეს არის გაერო-ს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული. თბილისში ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება, რომელიც სწორედ ჯანსაღი ქალაქების ქსელის მიზანს ემსახურება, რაც არის ჯანსაღი და უკეთესი გარემოს შექმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, სუფთა ჰაერი, მეტი რეკრეაცია და ა.შ. ჩვენ ღია თანამშრომლობის ფარგლებში და იმედი გვაქვს, რომ ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება“,- განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ცნობისთვის, თბილისი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ჯანსაღი ქალაქების ქსელის წევრი 2022 წელს გახდა.

აღნიშნული ქსელი ევროპაში 85 ქალაქს და 20 ეროვნულ ქსელს აერთიანებს, რომლებიც საკუთარი მოქალაქეებისა და ვიზიტორების ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო