გიორგი ვაშაძე ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნაზე - „ცხელ გულზე“ გაკეთებული განცხადებები ჩაცხრება - პირველ ტურში გავალთ პირველ ადგილზე - დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა და შევხვდებით არჩევნებზე

„სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ცალკეული ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომას მოითხოვენ, „ცხელ გულზე“ აკეთებენ ამ განცხადებებს.

ვაშაძე ფიქრობს, რომ ეს აჟიოტაჟი დაცხრება.

„გუშინ „ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი შეუერთდა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სამედიცინო, საგანმანათლებლო, ახალგაზრდები, უფროსი თაობის წარმომადგენლები, ძალიან ბევრი გამოცდილი ადამიანი შეუერთდა და მიხარია, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს. შეგიძლიათ გაიაროთ იმ ადამიანების სია, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში შევიდა. ნახოთ, რამდენად ავტორიტეტული ადამიანები არიან. რაც შეეხება „ცხელ გულზე“ გაკეთებულ განცხადებებს, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩაცხრება, ყველა ამ ადამიანს ვიცნობ. მგონია, რომ ყველა ამ ადამიანთან მიმართებით იქნება ძალიან კარგი პროცესი, რომელსაც ჩვენ დავიწყებთ უკვე „გამარჯვების კოალიციასთან“ ერთად. ნახავთ კიდევ ბევრ ადამიანს, რომელიც შემოგვიერთდება და ნახავთ, როგორ მოახდენენ თავისი ხელით ჩვენთან ერთად რუსული რეჟიმის დემონტაჟს", - განაცხადა ვაშაძემ.

ის დარწმუნებულია, რომ არჩევნების პირველ ტურში ხალხთან ერთად გაიმარჯვებს.

„ახლა გვაქვს ერთტურიანი არჩევნები, პირველ ტურში გავალთ პირველ ადგილზე ხალხთან ერთად. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა და შევხვდებით არჩევნებზე“, -განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო გაფართოვდა და მას 20 წევრი დაემატა. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, გუშინ, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ეს ადამიანები არიან: ეკა წამალაშვილი, გია ჭანტურია, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, გიგი კუბლაშვილი, სევდია უგრეხელიძე, ნიკა ჭურაძე, მაია ჯავახიშვილი, მერაბ ჯანელიძე, ალექსანდრე კრევო ასათიანი, ნატალია მჭედლიშვილი, ბესო ქათამაძე, მამუკა ყურაშვილი, იგორ ნარმანია, ალიკა კუპრავა, ლევან ფერაძე, ბაკურ მგელაძე, თემურ ცამციშვილი, ნიკა ობოლაძე და ირაკლი გიორგობიანი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება