„ეკვილიბრიუმმა“ შუაფხოს სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა

ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოს სკოლას ესტუმრა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა სკოლის ბიბლიოთეკას უახლესი ლიტერატურა, ასამდე წიგნი გადასცეს.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ დამფუძნებლის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, „ეკვილიბრიუმი“ სოფლის ბიბლიოთეკების მხარდაჭერას აგრძელებს.

„ეს არის 1800-ე სოფელი, სადაც წიგნები ჩავიტანეთ. „ეკვილიბრიუმი“ აგრძელებს სოფლის ბიბლიოთეკების მხარდაჭერას“, - აღნიშნავს გიორგი კეკელიძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება