ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი და რუმინეთის ელჩის მოადგილე სილვიუ დამიენი ბსუ-ის სტუდენტებს შეხვდნენ

„ნატო-საქართველოს ახალგაზრდული აკადემიის“ პროექტის ფარგლებში, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი, რუმინეთის ელჩის მოადგილე სილვიუ დამიენი და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკის ოფიცერი გვანცა ლოლაძე ბსუ-ს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შეხვდნენ და საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე ესაუბრნენ,- ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხეს.

„ნატო-საქართველოს ახალგაზრდული აკადემიის“ პროექტის ფარგლებში, ბსუ-ში ასევე დაიწყო ორდღიანი ლექციების ციკლი. სტუდენტებს უსაფრთხოების ექსპერტი ნათია გვენეტაძე ლექციებს წაუკითხავს ნატო-ს სტრატეგიული მიზნების, ალიანსის ტრანსფორმაციის, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე.

პროექტს საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი (GCSD) ბრიტანეთის საელჩოს დახმარებით ახორციელებს, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებში ნატოს და ნატო-საქართველოს პარტნიორობის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.

საჯარო ლექციების თემატიკა: ნატო-ს სტრატეგიული მიზნები გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში; ნატო-ს შექმნის მიზეზები; ალიანსის ტრანსფორმაცია; ნატო-ს გადაწყვეტილების მიღების პროცესი; ნატო-ს გაფართოება; ნატო და შავი ზღვის უსაფრთხოება; საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტები; ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატები და მექანიზმები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება