შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო კონფერენციაში „გლობალური ალიანსი მიგრანტთა უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლა“ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, ბრიუსელში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „გლობალური ალიანსი მიგრანტთა უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლა“ მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო კონფერენცია ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გახსნა, რომელმაც მთავრობებს მიგრანტთა უკანონო გადაყვანის პრევენციისკენ მიმართული ძალისხმევისა და აღნიშნული გამოწვევის საპასუხო ზომების გაძლიერებისკენ მოუწოდა.

„ალექსანდრე დარახველიძემ თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის, როგორც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტის მნიშვნელობას. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკომისიას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობისა და კომპეტენციის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მზაობა შეასრულოს ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციები.

მინისტრის მოადგილემ გამოსვლის ფარგლებში აღნიშნა, რომ უკანონო მიგრაცია მსოფლიოსთვის ერთ-ერთ სწრაფად მზარდ გამოწვევას წარმოადგენს. მინისტრის მოადგილემ მიმოიხილა საქართველოს მიერ უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ გატარებული ისეთი საპასუხო ქმედებები, როგორიცაა განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, პოლიციის ატაშეების ქსელის ეფექტიანი საქმიანობა, Frontex-თან და Europol-თან არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და ევროკავშირთან რეადმისიის შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება.

ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა სამინისტროს მზაობას, კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორებთან სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა უკანონო მიგრაციისა და მიგრანტთა უკანონოდ გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს