„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - 9-ჯერ, 29-ჯერ და 229-ჯერ გადაბირებულ-გადმობირებულები მაინც ნუ დამძრახავენ, რომ რუსული რეჟიმის ტყვის, ჩვენი ლიდერის და მეგობრის მოწოდებით ვიხელმძღვანელე - სააკაშვილმა მაშინ „გადამიბირა“ შევარდნაძის მინისტრთა კაბინეტში კორუმპირებული მინისტრები რომ ათრია

ამ ქვეყანაში 9-ჯერ, 29-ჯერ და 229-ჯერ გადაბირებულ-გადმობირებულები მაინც ნუ დამძრახავენ იმისთვის, რომ მე რუსული რეჟიმის ტყვის, ჩვენი ლიდერის და მეგობრის მოწოდებით ვიხელმძღვანელე, - წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ეკა წამალაშვილი სოციალურ ქსელში.

წამალაშვილის თქმით, მისთვის სასაცილოა, რომ ამის ახსნა უწევს.

„ენმ-ს გუშინდელი ამბების გაშუქებისას ალაგ-ალაგ ისმოდა - „გადაბირება“, ან „გადაბირების მცდელობა." ვკითხავდი ასეთი აზრის მქონეებს: მიხეილ სააკაშვილმა გადამიბირა? და საიდან გადამიბირა? წასული ვიყავი სადმე? - კარგით. მაგან იცით რიდის „გადამიბირა“? შევარდნაძის მინისტრთა კაბინეტში კორუმპირებული მინისტრები რომ ათრია. აი, ვინც მაშინ ვერ „გადაიბირა“, იმან მერე ცხოვრებაში ბევრ რამე ვერ გაიგო და დარჩა გაუგებარი, ვერც ახლა გაიგებს.

აქვე დავამატებ, რომ არც მაშინ მქონდა რამე გადასაბირებელი. შევარდნაძე და ასლანი მე არასდროს ამირჩევია. ამ ქვეყანაში 9-ჯერ, 29-ჯერ და 229-ჯერ გადაბირებულ-გადმობირებულები მაინც ნუ დამძრახავენ იმისთვის, რომ მე რუსული რეჟიმის ტყვის, ჩვენი ლიდერის და მეგობრის მოწოდებით ვიხელმძღვანელე. სასაცილოა, რომ ამის ახსნა მიწევს“, - წერს ეკა წამალაშვილი სოციალურ ქსელში, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს