ვახტანგ ცინცაძე - საქართველოს, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს როგორც რეგიონის, ისე ევროპის ქვეყნებთან შედარებით

ოქტომბერში ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად არის დაჩქარებული და ათი თვის მაჩვენებლებით საქართველოს, როგორც ფართო რეგიონის, ისე ევროპის ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 6.2 % შეადგინა, ხოლო 10 თვის, ანუ იანვარი-ოქტომბრის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 6.9 % ით განისაზღვრა.

ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო როგორც საინვესტიციო აქტივობის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციები, ასევე საგარეო ვაჭრობის და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური დინამიკა.

„ზოგადად საინვესტიციო აქტივობას თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ აღნიშნული მაჩვენებლები განპირობებულია, ერთი მხრივ, იმ ჯანსაღი მაკრო-ეკონომიკური პარამეტრებით, რაც ქვეყანას აქვს, ასევე იმ მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატით, რაც ქვეყანაში არის და რაც მთავარია, სტაბილურობის შეგრძნებით და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ სანდოობით, რომელიც ინვესტორებს გააჩნიათ“, - აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომლის კომენტარსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, ვახტანგ ცინცაძის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტენდენციები მომავალ თვეებშიც გაგრძელდება. მისი განცხადებით, ეს აისახება ქვეყანაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება