„ანა დოლიძე ხალხისთვის“ საქართველოს ბუნებრივი რესურსების განკარგვის თაობაზე ინიციატივას წარადგენს

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ინიციატივით გამოდის იმის შესახებ, თუ „როგორ უნდა განიკარგოს საქართველოს ბუნებრივი რესურსები და როგორ მიიღოს აქედან სარგებელი თითოეულმა მოქალაქემ“.

პარტიის ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, ამ დრომდე საქართველოს ბუნებრივი რესურსები განიკარგება ყველანაირი გამჭვირვალობისა და მოსახლეობასთან კონსულტაციის გარეშე, რაც მისი თქმით, არასამართლიანია.

„სულ ცოტა ხნის წინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ მთავრობის სხდომებზე გადაწყვეტილებები გამოდის მიწის იჯარით გაცემისა თუ წიაღისეულის ექსპლუატაციის შესახებ, თუმცა ეს განკარგულებები ადრე თუ ქვეყნებოდა, ახლა ესეც აღარ ხდება. გაგახსენებთ, ნამახვან ჰესის საკითხს, მიწის იჯარით გაცემას გაურკვეველი პირობებით, იუსტიციის სამინისტროს უარყოფით დასკვნას, ფინანსთა სამინისტროს კითხვის ნიშნებს, თუმცა ამის მიუხედავად, ხელშეკრულება მაინც არსებობს.

ავიღოთ რაჭის ტყეების ლიცენზიის საკითხი, რაც ახლა გაუქმდა, მაგრამ თავის დროზე არასწორად გაიცა. როგორც წესი, ამ ყველაფერს ადგილობრივები ფოსტ ფაქტუმ იგებენ ხოლმე. არადა ეს ბუნებრივი რესურსი სინამდვილეში არის ხალხის. ჩვენ გვაქვს უფლება, ვიცოდეთ, სად მიდის და როგორ განიკარგება ბუნებრივი რესურსები, როგორ მივიღოთ სარგებელი. ეს არის ჩვენი პარტიის პოზიცია.

ამიტომ აქციიდან აქციამდე, პროტესტიდან პროტესტამდე რომ არ ვირბინოთ, ჩვენ წარვადგენთ კონკრეტულ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ბუნებრივი რესურსების საკითხი მოწესრიგდება, პროცესი იქნება გამჭვირვალე და მასში ხალხმა მიიღებს მონაწილოებას. ამისთვის ჩვენ ამერიკის, კანადის და სხვა არაერთი ქვეყნის მოდელი გადმოგვაქვს, სადაც ბუნებრივი რესურსების განაწილებაზე გადაწყვეტილება რამდენიმე დონეზე მიიღება.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თვითმმართველობაში შეიქმნება შესაბამისი კომიტეტი, რომელიც ოპოზიციის, მედიისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებით დაკომპლექტება. ისინი ინფორმირებულები იქნებიან, როცა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული რესურსი გაიცემა იჯარით, ლიცენზიით. მაგ. რაჭის ტყეების შემთხვევაში, რომ მსგავსი კომიტეტი ყოფილიყო, ის, პირველ რიგში, განიხილავდა სწორედ ამ თემას, ასევე იქნება განხილვები ადგილზე. ბუნებრივი რესურსების მრავალდონიანი განაწილება პანაცეა არაა. ამით მოსახლეობა დროზე გაიგებს, როგორ განიკარგება ბუნებრივი რესურსები და აქედან ის რა სარგებელს მიიღებს.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ ვართ პირველი პარტია, რომელიც ამ საკითხზე საკანონმდებლო ნორმატიული ინიციატივით გამოდის“, - აცხადებს ანა დოლიძე.

ანა დოლიძის განცხადებას პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს