„გალტ & თაგარტი“ - 2023 წელს საქართველო ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებით კავკასიის რეგიონში ლიდერი იქნება

„გალტ & თაგარტის“ განცხადებით, „საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით გაიზარდა, რაც თანხვედრაშია მათ მოლოდინთან.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ოქტომბერში ზრდა ძირითადად, მომსახურების დარგებმა განაპირობეს, რომელთაგან მაღალი კონტრიბუციით გამოირჩეოდა საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის და ტრანსპორტის დარგები. ჯამურად, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ 6.9% შეადგინა.

„მიმდინარე წლის მაღალ ეკონომიკურ ზრდას უმეტესწილად მაღალი სავალუტო შემოდინებები და ინფლაციის შემცირების შედეგად გაზრდილი მსყიდველუნარიანობა განაპირობებს. ამასთან, ლარის სტაბილური კურსი მომხმარებლის და ბიზნეს განწყობებზე დადებითად მოქმედებს. შედეგად, დაჩქარებულია ბიზნეს აქტივობა და კერძო სექტორის მოხმარება, რომელთა კონტრიბუცია მშპ-ში მზარდია. ასევე, აღსანიშნავია, რომ მთავრობის ინფრასტრუქტურული ხარჯები მაღალ დონეზე ნარჩუნდება (ეკონომიკის ზომასთან მიმართებით 8.6%-ზეა დაგეგმილი ბიუჯეტში).

ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით გაიზრდება 2023 წელს და ეკონომიკის ზომა 80 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც 30.3 მლრდ აშშ დოლარის ეკვივალენტია. ამასთან, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 8,108 აშშ დოლარს გაუტოლდება და საქართველო კავკასიის რეგიონში ლიდერ პოზიციას დაიკავებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს