გიორგი ბერიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

გიორგი ბერიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი მიწისქვეშა სანიაღვრე კოლექტორის სამშენებლო სამუშაოების გამო, 1-ელი დეკემბრიდან სამი დღის განმავლობაში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შეიზღუდება ბერიაშვილის ქუჩაზე, კერძოდ, გიორგი აბაშვილის ქუჩისა და ბერიაშვილის ქუჩის კვეთიდან ბერიაშვილის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე, გიორგი ბერიაშვილის N4- მდე.

„შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ გიორგი აბაშვილის, გიორგი აბაშვილის ქუჩისა და მიხეილ გახოკიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზისა და მიხეილ გახოკიძის ქუჩების გამოყენებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება