სერგეი ლავროვი - რაც სააკაშვილს ვაშინგტონმა ასწავლა, მან მორჩილად შეასრულა

რაც სააკაშვილს ვაშინგტონმა ასწავლა, მან მორჩილად შეასრულა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთო-ს მინისტერიალის გახსნით შეხვედრაზე განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე 2008 წლის ომს შეეხო.

„ნატოს იგივე ქვეყნები, რომლებიც ეუთოს მონაწილეები არიან, 2008 წელს ალიანსის ბუქარესტის სამიტზე თბილისსა და კიევს გაწევრიანებას დაპირდნენ. მიზანი მარტივი იყო, მათი რუსეთის წინააღმდეგ განწყობა. სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოვიდა, მაშინვე შეასრულა ბუქარესტში მიცემული კარტ ბლანში და იმავე 2008 წლის აგვისტოში, სამხრეთ ოსეთის ქალაქების დაბომბვისა და სამხრეთ ოსეთში ეუთოს თანხმობით მყოფ სამშვიდობოებზე თავდასხმის ბრძანება გასცა. ეს პროვოკაცია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოამზადა, რომელმაც საქართველოში პროგრამა „წვრთნა და ვარჯიში“ დაიწყო. ის რაც სააკაშვილს ვაშინგტონმა ასწავლა, მან მორჩილად შეასრულა“, - განაცხადა ლავროვმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა