გორის მერია - გორმა „ინვესტორებისთვის მეგობრული მუნიციპალიტეტის“ სტატუსი მიიღო

გორის მუნიციპალიტეტს პირველად „ინვესტორებისთვის მეგობრული მუნიციპალიტეტის“ სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯილდო გორის მუნიციპალიტეტის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს პოლონეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკევიჩმა გადასცა. აღნიშნული სტატუსი გორის მუნიციპალიტეტმა პროექტის „საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანობის ზრდა და მეწარმეობის განვითარების” ფარგლებში მიიღო.

„გორის მერია პროექტში 2021 წელს ჩაერთო. ორი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტმა თანმიმდევრული აქტივობებით შეძლო ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება, რაც შედეგზეც აისახა.

ამ ხნის განმავლობაში მუნიციპალიტეტში დაინერგა ინვესტორთა მომსახურების თანამედროვე სტანდარტები, მომზადდა საინვესტიციო წინადადება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

შესაბამისი საინფორმაციო მასალა განთავსდა როგორც გორის მუნიციპალიტეტის, ასევე პროექტით გათვალისწინებულ ყველა ელექტრონულ პლატფორმაზე.

პროექტში საქართველოდან ჯამში 22 სახელმწიფო უწყება ჩაერთო. მათ შორის ინვესტორისთვის მეგობრული ორგანიზაციის სტატუსი გორისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონმა მიიღო.

პროექტი „საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანობის ზრდა და მეწარმეობის განვითარება” პოლონეთის ფონდებისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონური დახმარების ფონდისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა.

სამივე სახელმწიფო უწყება მოპოვებული სანდოობის საერთაშორისო სტატუსით 2027 წლამდე ისარგებლებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო