სახალხო დამცველი თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში იმყოფებოდა

საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა შპს ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი (გლდანის ფსიქიატრიული დაწესებულება) შეამოწმა და პაციენტთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახალხო დამცველმა დაათვალიერა პაციენტთა პალატები, სტაციონარული და ამბულატორიული განყოფილებები, სასადილო სივრცე, სველი წერტილები, შეხვდა და გაესაუბრა პაციენტებს, ცენტრის ადმინისტრაციასა და პერსონალს.

„ვიზიტის შედეგად სხვა პრობლემებთან ერთად გამოიკვეთა, რომ დაწესებულებაში არსებული თერაპიული, ინფრასტრუქტურული, საყოფაცხოვრებო და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა იმდენად არ შეესაბამება ეროვნულ თუ საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებს, რომ ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა მკურნალობას მათი ღირსების დაცვის პირობებში.

ამორტიზებული შენობა, გადატვირთულობა, უსაფრთხოების, ფსიქიკური და სომატური ჯანმრთელობის სრულფასოვანი მკურნალობის პრობლემები, ადამიანური და ფინანსური რესურსის ნაკლებობა და სარეაბილიტაციო პროგრამების არარსებობა ის საკითხებია, რომელიც სასწრაფო მოგვარებას საჭიროებს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიმართულებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს