ნიკოლოზ სამხარაძე სლოვაკეთის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფრომაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-სლოვაკეთს შორის არსებული ურთიერთობები, საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაძლიერების გზები. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს.

შეხვედრისას საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხი, ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული რთული ვითარებისა და რუსეთიდან მომდინარე მზარდი საფრთხეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ხაზი გაესვა როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების, ასევე ზოგადად, რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.

ელჩმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართ სლოვაკეთის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს