წვევამდელთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის და მისი გადავადების საკითხზე „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

წვევამდელთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის და მისი გადავადების საკითხზე „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

პროექტის განხილვა და მიღება დაჩქარებული წესით წარიმართა.

ახალი „თავდაცვის კოდექსით“ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ყველა სტუდენტი გადავადებით სარგებლობს. ცვლილებების თანახმად კი, ეს არ შეეხება სტუდენტს, რომელიც დისტანციურად სწავლობს; ასევე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელიც განათლებას საქართველოდან დისტანციურად იღებს. აქედან გამომდინარე, გადავადების უფლებით ისარგებლებს მხოლოდ ის პირი, რომელიც არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არ ხორციელდება დისტანციური ფორმით.

მათთვის კანონი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის რამდენიმე ფორმის შერჩევის შესაძლებლობას დაადგენს: - რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა; სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა (4 წლის მანძილზე ყოველკვირეულად/ყოველთვიურად რამდენიმე დღე); სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან - 6, 8, 11 თვე) ერთ-ერთის შერჩევის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება დისტანციურ სწავლებაზე უკვე ჩარიცხულ სტუდენტებს არ შეეხებათ.

„თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა. პროექტი პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება