ვახტანგ კაპანაძე - ნატო იცვლება, აღარ იქნება ის, როგორიც ახლა არის - ამ ცვლილებების პროცესში ჩვენ ძალიან აქტიური უნდა ვიყოთ, მუდმივად უნდა ვციმციმებდეთ ნატო-ს რადარზე

ევროპა არ უნდა ფიქრობდეს იქნება თუ არა ომი რუსეთთან, უნდა მიდიოდეს მსჯელობა და გათვლები იმაზე, როდის იქნება ეს ომი, - ამის შესახებ გენშტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა, „ჯეოქეისის“ მკვლევარმა ვახტანგ კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

ვახტანგ კაპანაძის თქმით, ევროპა უნდა გაძლიერდეს და უფრო აქტიური უნდა გახდეს.

„ევროპა უნდა გაძლიერდეს, ეს ევროპა ის აღარ უნდა იყოს, რაც არის. ამერიკის ჩართულობა არ უნდა იყოს ისეთი, როგორც აქამდეა, უფრო აქტიური უნდა იყოს. ევროპა ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინა არ დამარცხდეს, მაგრამ არაფერს აკეთებს, რომ რუსეთი დამარცხდეს. რუსეთი სტრატეგიული თვალსაზრისით ისედაც დამარცხებულია, მაგრამ ტერიტორია დაიკავა.

[უკრაინელებმა] ომი არ უნდა შეწყვიტონ. მოდი შევთანხმდეთ, ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს ომის შეწყვეტას. აზერბაიჯანელები ყარაბაღში თავის მომენტს 30 წელი ელოდებოდნენ და ემზადებოდნენ. იმ შემთხვევაშიც კი თუ ცეცხლი შეწყდება, რასაც ახლა „პაუზას" უძახიან, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაშიც კი ეს არ ნიშნავს ომის დასრულებას“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ამასთან, ვახტანგ კაპანაძის თქმით, ევროპამ ძალისხმევა უკრაინის გაძლიერებისკენ უნდა მიმართოს.

„უნდა გააძლიერონ უკრაინა. საპირწონე ეს უნდა იყოს. ძალისხმევა უნდა იყოს ძირითადად უკრაინის გაძლიერებაზე. უკრაინა უნდა ჩამოყალიბდეს, განვითარდეს. ეს ნაბიჯები უკვე გადადგმულია, მოხდა ფსიქოლოგიური მოწყვეტა რუსეთიდან, მაგრამ ახლა ეკონომიკურად და დემოკრატიულად უნდა განვითარება“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

რაც შეეხება საქართველოს, ვახტანგ კაპანაძის თქმით, ცვლილებების პროცესში საქართველო აქტიური უნდა იყოს და „მუდმივად უნდა იციმციმოს ნატო-ს რადარზე".

„ნატო იცვლება, აღარ იქნება ის, როგორც ახლა არის. ამ ცვლილებების პროცესში ჩვენ ძალიან აქტიური უნდა ვიყოთ. ჩვენ მუდმივად უნდა ვციმციმებდეთ ნატო-ს რადარზე. ყველაფერში უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ასევე მაქსიმალურად აქტიურად უნდა ვიყოთ ჩვენს მეზობლებთან: თურქეთი იქნება, სომხეთი თუ აზერბაიჯანი, ვინაიდან რეგიონულ კავშირსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება”, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია