ბსუ-ს ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მუსტაფა სითქი ბილგინი, რექტორის მოადგილე, ბულენთ საღლამი, გენერალური მდივანი მუჰამედ არდიჩი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჰაკან გულთექინი და რექტორის თანაშემწე იუსუფ ქალქანი ბსუ-ს რექტორს, პროფესორ მერაბ ხალვაშს შეხვდნენ.

როგორც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეებმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „Horizon 2020“-ისა და „ERASMUS+“-ის პროგრამებში ერთობლივი სამეცნიერო პროექტების წარდგენა დაგეგმეს.

„ქართველი და თურქი მკვლევრები ერთობლივად იმუშავებენ სამკურნალო და არომატული მცენარეების, ფარმაციის, წყლის, შავი ზღვისა და აგრარული მიმართულების სხვა აქტუალურ საკითხებზე. ასევე დაიგეგმა თანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმისა და გასტრონომიის მიმართულებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბსუ-ს რექტორის მოადგილეები - თამარ სირაძე და ანზორ ბერიძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი რუსუდან ხუხუნაიშვილი, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი ირაკლი კორძაია, ბსუ-ს აგროსკოლის დირექტორი მამუკა თურმანიძე, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი მარიამ მეტრეველი და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ საქართველოს რეგიონული ქრომატოგრაფიული ცენტრი დაათვალიერეს და კვლევებს ადგილზე გაეცნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია