უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შემდეგი არჩევნების მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარებაზე შეთანხმდა

უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შემდეგი არჩევნების მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარებაზე შეთანხმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პარლამენტის (უმაღლესი რადას) ვებსაიტი და უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერი ალექსანდრ კორნიენკო ავრცელებენ.

ამგვარი შეთანხმება „ჟან მონეს დიალოგის” ფორმატში ჩატარებული შეხვედრის შედეგად იქნა მიღწეული, რომელიც 10-12 ნოემბერს გაიმართა, თუმცა შეთანხმების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ახლა ვრცელდება.

შეხვედრის შედეგად გამოქვეყნებულ დასკვნებში აღნიშნულია, რომ უმაღლესი რადას ხელმძღვანელობა, საპარლამენტო ფრაქციებისა და ჯგუფების თავმჯდომარეები და დელეგირებული წარმომადგენლები „მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ მომავალი თავისუფალი და სამართლიანი ეროვნული არჩევნები (საპარლამენტო, საპრეზიდენტო) ტარდება მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ და საომარი მდგომარეობის მოქმედების დასრულების შემდეგ იმ დროის ფარგლებში, რომელიც არჩევნების ჩატარების მოსამზადებლად არის საკმარისი (არა ნაკლებ 6 თვე საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ)”.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს „ხალხის მსახურის“ ფრაქციიდან დავით არახამიამ, „ბატკივშინადან“ იულია ტიმოშენკომ, „ევროსოლიდარობის“ ფრაქციის თანათავმჯდომარემ ირინა გერაშჩენკომ, „გოლოსის“ ალექსანდრა უსტინოვამ და სხვა საპარლამენტო ჯგუფების წარმომადგენლებმა.

„დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალ ეროვნულ არჩევნებს უზარმაზარი მნიშვნელობა ექნება უკრაინის დემოკრატიული პერსპექტივებისთვის და ისინი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით უნდა ჩატარდეს.

თუმცა ასევე ვიაზრებთ, რომ ომისა და მისი გავლენის შედეგად არჩევნების ჩატარება დაკავშირებული იქნება უნიკალურ გამოწვევებთან, რომლებიც ფართო პოლიტიკურ კონსენსუსს მოითხოვენ მათი წარმატებულად მოგვარებისთვის“, -ნათქვამია შეხვედრის დასკვნებში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს