ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი - ისრაელი მზად არის ღაზის სექტორში ბრძოლა განაახლოს, თუ "ჰამასთან" ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კიდევ ერთი დღით არ გახანგრძლივდება

ისრაელი მზად არის ღაზის სექტორში ბრძოლა განაახლოს, თუ "ჰამასთან" ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კიდევ ერთი დღით არ გახანგრძლივდება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

“ამ მომენტში წინ ვპროგრესირებთ და დამატებითი მძევლების გათავისუფლებას ველით, რომლებიც უნდა დაბრუნდნენ წინასწარ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში”, - განაცხადა ჰაგარიმ.

მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა “დაჟინებით მოითხოვა” "ჰამასთან" არსებული შეთანხმების გაგრძელება, რომლის ფარგლებშიც ტერორისტულმა დაჯგუფებამ მძევლად აყვანილი ბავშვები და ქალები უნდა გაათავისუფლოს.

“მედიატორები, კატარი და ეგვიპტე ვალდებული არიან შეთანხმების პირობების შესრულება გაახანგრძლივონ, რათა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გაგრძელდეს. ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არის ბრძოლის გასაგრძელებლად. მზად ვართ თავდასხმისთვის ნებისმიერ საათში, მათ შორის დღესაც”, - განაცხადა ჰაგარიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს