ისრაელსა და "ჰამასს" შორის მძევლებზე მოლაპარაკებები გრძელდება

ბრძოლის განახლების მიუხედავად, ისრაელსა და "ჰამასს" შორის მძევლებზე მოლაპარაკებები გრძელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN მოლაპარაკებებთან ნაცნობ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობისთვის, ზავის მოქმედების ვადის ამოწურვისას, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე, მოლაპარაკებებში ჩართულ არც ერთ მხარეს - ისრაელი, "ჰამასი", აშშ, კატარი, ეგვიპტე - საჯაროდ არ განუცხადებია მოლაპარაკებების ჩასლის შესახებ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ წინასწარ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში "ჰამასს" მძევლების მერვე სია უნდა წარედგინა - 10 ქალი და ბავშვი - რომლებიც პარასკევს უნდა გათავისუფლებულიყვნენ ბრძოლაში პაუზის კიდევ ერთი დღის სანაცვლოდ.

ისრაელი, თავის მხრივ, მოითხოვს, რომ "ჰამასმა" ქალები და ბავშვები გაათავისუფლოს, სანამ მოლაპარაკებები მძევლების სხვა ჯგუფებზე გადავა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს