„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს

არგენტინაში, ბუენოს-აირესში გამართულ Nexia-ს გლობალური ქსელის ყოვეწლიურ გენერალურ ასამბლეაზე, რომელსაც მსოფლიოს 125 ქვეყნის 790 ოფისის ხელმძღვანელი ესწრებოდა, „ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი EMEA-ს (Europe, Middle East & Africa) ბორდის წევრად აირჩიეს.

“Nexia International-ის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ არაერთხელ აღნიშნა ქართული ოფისის მნიშვნელოვანი როლი ქსელის განვითარებაში. მოხარული ვარ, რომ წლევანდელ კონფერენციაზეც, „ნექსია საქართველო“ ქსელის იმ კომპანიებს შორის დასახელდა, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ზუსტად პასუხობენ წლის მთავარ გზავნილს -„Moving Forward/წინსვლა“. ჩემთვის დიდი პატივია ბორდის წევრად არჩევა. ვიმედოვნებ, ეს მოგვცემს გამოცდილების გაზიარების მეტ შესაძლებლობას და კიდევ უფრო გაზრდის ქართული ოფისის როლს ქსელის საერთო გამოწვევების გადაჭრაში“ – „ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი.

გელა მღებრიშვილი „ნექსია საქართველოს“ მმართველ პარტნიორთა გუნდს 2017 წლიდან შემოუერთდა. გელას ხელმძღვანელობით, „ნექსია საქართველო“ ერთადერთი წამყვანი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიაა, რომელმაც SME სექტორშიც დაიწყო ოპერირება. SME ბიზნესისთვის შექმნილი პროექტით - Nexia 4SME, - სტარტაპები, მცირე ზომის კომპანიები და ორგანიზაციები აქამდე მიუწვდომელ საერთაშორისო სერვისებსა და მაღალი დონის მომსახურებას მათზე მორგებული ბიუჯეტით იღებენ. კომპანიაში, ასევე, გელას ინიციატივით შეიქმნა ბიზნეს-საკონსულტაციო მიმართულება, რომლითაც დღეს „ნექსია საქართველო“ ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა აუდიტორულ სფეროში.

(R)

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის