ფოთში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სანაპირო ზოლზე არსებულ მდგომარეობას აპროტესტებენ

ფოთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სანაპირო ზოლზე არსებულ მდგომარეობას აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, რამდენიმე თვის წინ ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ გამაგრებითი სამუშაოები ჩაეტარებინათ. მათივე თქმით, განხორციელდა ზედაპირული შეკეთება, რის გამოც სტიქიამ სანაპირო ზოლს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ისინი საკრებულოს თავმჯდომარისა და ქალაქის მერისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ.

„რამდენიმე თვის წინ გავაკეთეთ განცხადება არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით, თუ როგორი განადგურებულია ფოთის სანაპირო ზოლი. მოვუწოდეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ მოეგვარებინათ ეს პრობლემა. ვინაიდან, ზედაპირული შეკეთება არ ნიშნავდა პრობლემის მოგვარებას და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ . შეიძლება თქვან და გაიმართლონ თავი, რომ სტიქიას წინ ვერავინ გადაეღობება, მაგრამ შესაძლებელია სტიქიამ მოიტანოს მინიმალური ზარალი და დაზიანება. ამ შემთხვევაში სტიქიამ მაქსიმალური ზარალი მოუტანა ფოთის სანაპირო ზოლს. ეს მონაკვეთი გაირღვა და ახლა შესაძლოა გაგრძელდეს რღვევა მთლიან სანაპირო ზოლზე. აქვე არის სასაფლაო და მასაც ემუქრება წალეკვა. უნდა ჩატარდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები, გამაგრება უნდა მოხდეს სანაპირო ზოლის და არ უნდა იყოს ზედაპირულად შეკეთებული. სანაპირო ზოლს ემუქრება მთლიანად მოწყვეტა. არანაირი რეაგირება ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არ არის, თუ როდის და რას დაიწყებენ. მოვუწოდებ საკრებულოს თავმჯდომარეს და ქალაქის მერს მიიღონ მაქსიმალური ზომები და ქალაქს დაუბრუნონ სანაპირო ზოლი“, -განაცხადა საკრებულოს წევრმა „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა ჯოჯუამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს