ვოლოდიმირ ზელენსკი - კონტრშეტევაში სასურველს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ უკან არ ვიხევთ - ყველა იარაღი ვერ მივიღეთ, რომელიც გვსურდა, მაგრამ ძალიან ჩივილიც არ შემიძლია

კონტრშეტევაში სასურველს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ უკან არ ვიხევთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვში Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ნახეთ, უკან არ ვიხევთ, კმაყოფილი ვარ. მსოფლიოში მეორე არმიასთან ვიბრძვით, კმაყოფილი ვარ. ხალხს ვკარგავთ, კმაყოფილი არ ვარ. ყველა იარაღი ვერ მივიღეთ, რომელიც გვსურდა, არ შემიძლია კმაყოფილი ვიყო, მაგრამ ძალიან ჩივილიც არ შემიძლია…

უფრო სწრაფი შედეგები გვსურდა. ამ მხრივ, სამწუხაროდ, სასურველ შედეგებს ვერ მივაღწიეთ. და ეს ფაქტია…

არასაკმარისი ძალებია, რომ სასურველ შედეგს უფრო სწრაფად მივაღწიოთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელები უნდა ჩამოვყაროთ, რომ უნდა დავნებდეთ. საკუთარ ქმედებებში დარწმუნებულები ვართ. იმისთვის ვიბრძვით, რაც გვეკუთვნის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ მოკავშირეებისგან ყველა საჭირო შეიარაღება არ მიიღო, ხოლო შეიარაღებული ძალების რაოდენობის შეზღუდულობამ სწრაფად წინსვლის საშუალება არ მისცა.

თუმცა, ზელენსკის თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გარკვეული დადებითი შედეგები მიღწეულ იქნა უფრო კარგად შეიარაღებული და გამაგრებული მტრის წინააღმდეგ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს