თემურ ცამციშვილი - მუნიციპალური განვითარების და ქუთაისის მერიის მიერ სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც კაფე-ბარ „სავანეს“ ანგრევენ, გაყალბებული და არასრულია - საოლქო პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მივმართეთ

დღეს, კაფე-ბარ „სავანეს“ მეპატრონეებთან ერთად მივმართეთ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით - მუნიციპალური განვითარების და ქუთაისის მერიის მიერ სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც შენობას ანგრევენ, გაყალბებული და არასრულია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ ცამციშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დოკუმენტაცია იმდენად არასრულია, რომ ესკიზიც კი არ ახლავს იმ შენობის, რომლის გამოც მოქმედ შენობას ანგრევენ.

„დღეს, კაფე-ბარ სავანეს მეპატრონეებთან ერთად მივმართეთ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით. კერძოდ კი, მუნიციპალური განვითარების და ქუთაისის მერიის მიერ სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც შენობას ანგრევენ, გაყალბებული და არასრულია. დოკუმენტაცია იმდენად არასრულია, რომ ესკიზიც კი არ ახლავს იმ შენობის, რომლის გამოც მოქმედ შენობას ანგრევენ.

არავის ილუზია და არც იმის მოლოდინი არ აქვს, რომ ამათი პროკურატურა ამ საქმეზე გამოძიებას დაიწყებს ან მსვლელობას მისცემს, მაგრამ ძალიან მალე, როცა ჩვენ გვეყოლება დამოუკიდებელი პროკურატურა და სასამართლო, აუცილებლად მოუწევთ მსგავსი საქმეების თაროდან ჩამოლაგება და გამოძიების დაწყებაც კონკრეტულად იმ ადამიანებზე, რომლებიც სავარაუდო კორუფციული ინტერესების გამო, საბუთების გაყალბებით, სასამართლო კლანთან ერთად ცდილობენ კერძო საკუთრების მითვისებას“, - განაცხადა თემურ ცამციშვილმა, რომლის განცხადებასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს