ალუდა ღუდუშაური - რა ლექცია უნდა ჩაატაროს სალომე ზურაბიშვილმა?! ვის რა უნდა ჩაუტაროს?! - უნდა მივიდეს და სტუდენტებს აუხსნას, თუ როგორ ჰკიდია ფეხებზე კონსტიტუცია და როგორ გათელა ქვეყნის სუვერენიტეტი?

რა ლექცია უნდა ჩაატაროს სალომე ზურაბიშვილმა?! ვის რა უნდა ჩაუტაროს?! - უნდა მივიდეს და სტუდენტებს აუხსნას, თუ როგორ ჰკიდია ფეხებზე საქართველოს კონსტიტუცია და როგორ გათელა საქართველოს სუვერენიტეტი, როდესაც კონსტიტუციის პრინციპები დაარღვია?! - რა ღირებულებებისა და ფუნქციის მატარებელია?! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა გააკეთა.

ღუდუშაურმა ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ „როდესაც საკუთარ თავს მძიმე ვითარებაში იყენებ, ეს არავის ბრალი არ არის და შედეგებსაც ასეთს უნდა ელოდო“.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის შეფასებით, ზურაბიშვილი იმ გზას დაადგა, რომელიც განწირულია პოლარიზაციის გაჩაღებისთვის და მან თავი „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის წიაღში დაიყენა.

„ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის კარგად არის ცნობილი, თუ რა გზას ადგას ეს ქალბატონი. ძალიან უხერხულია მისი მხრიდან ისეთი აბსურდული ბრალდებების გაჟღერება, რასაც „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ კი არ კადრულობენ - ხაბეიშვილი რომ ხაბეიშვილია და ვაშაძე რომ ვაშაძეა, ისინიც კი არ კადრულობენ... ეს მისი არჩევანია.

ცდილობს ყურადღება ხელოვნურად მიიქციოს და ჭიქაში ქარიშხალი ატეხოს - როგორც ჩანს, იცის, რომ მას მერე, რაც პრეზიდენტის პოსტს ფორმალურად დატოვებს, მისი პოლიტიკური ღირებულება კიდევ უფრო მეტად დაეცემა და ნოლს ქვემოთ ჩამოვა. გამომდინარე აქედან, ცდილობს, რომ ხმაური ხელოვნურად ატეხოს.

ქვეყანამ კანდიდატის სტატუსზე დადებითი შეფასება მიიღო, ველით, რომ ეს ყველაფერი 15 დეკემბერს დე-იურე გაფორმდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვიდრე ევროკომისიის დასკვნა გამოქვეყნდებოდა, სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებდა, თუმცა მაინც უნდა მიეღო.

დღეს, როდესაც ქვეყანა განუხრელად დგას იმ გზაზე, რომ ჩვენი პრინციპული ძალისხმევით კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ზურაბიშვილი სრულიად არასაჭირო ხმაურის გამოწვევას ცდილობს“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს რამდენიმე უნივერსიტეტმა სტუდენტებთან საჯარო ლექცია დაუბლოკა. მათ შორის, არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტს უარი ეთქვა თბილისის სახელმწიფო უინივერსიტეტში საჯარო ლექციის ჩატარებაზეც. აღნიშნულის თაობაზე თსუ-ის მხრიდან განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო