მიმდინარე წელს, საქართველოში შიდსით ინფიცირების 560  შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შარშანდელთან შედარებით 2%-ით მეტია - ინფიცირების ყველაზე მაღალი გამოვლინება თბილისში, სამეგრელოში, იმერეთსა და აჭარაშია

1-ელ დეკემბერს შიდსის მსოფლიო დღე აღინიშნება. სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 1-ელი დეკემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში 1989 წლიდან დღემდე სულ 10 338 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული. მათგან 7736 - მამაკაცი და 2602 - ქალია. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, მათი რიცხვი 2185 პირს შეადგენს.

მიმდინარე წელს აივ ინფექციის 560 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შარშან შესაბამის პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია.

ანტირეტროსულ თერაპიას 6362 პაციენტი იტარებს, მათ შორის 41- ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მოხედვით შემდეგია:

* 32,2% - ნარკოტიკების ინექციური მოხმარება

* 51,7% - ჰეტეროსექსუალური კონტაქტი;

* 13,4 % - მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ სხვა მამაკაცთან

* 1,2 % - ვერტიკალური (დედიდან შვილზე) გადაცემა;

* 0,4 % - სისხლის გადასხმა

* 1,2 % - გადაცემის გზა დაუდგენელია.

რაც შეეხება აივ/შიდსის რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიულ განაწილებას, შემთხვევის უმეტესობა თბილისში აღინიშნება (3889 შემთხვევა, მათგან 100 უცხოეთის მოქალაქეა); შემდეგ სამეგრელოში - 1315; იმერეთში - 1246; აჭარაში - 1236; აფხაზეთში - (559); კახეთში - (504); ქვემო ქართლში - 648; შიდა ქართლში (401); გურიაში (214); სამცხე-ჯავახეთში (148) და ა.შ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს