თამარ გაბუნია - შიდსის მართვის კუთხით ქვეყანას ბოლო წლების განმავლობაში გარკვეული მიღწევები აქვს - შედეგები იმედისმომცემია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შიდსის მართვის კუთხით ქვეყანას გარკვეული მიღწევები აქვს ბოლო წლების განმავლობაში.

მისი თქმით, ქვეყანაში შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი, არასამთავრობო სექტორი და ჯანდაცვის სამინისტრო, ერთობლივად მუშაობს იმისთვის, რომ მკურნალობა იყოს ხელმისაწვდომი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც მკურნალობა სჭირდება.

„1-ელი დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღეა და საქართველო უერთდება იმ მოძრაობას, რომელიც ითვალისწინებს შიდსის დაძლევას გლობალურად და ეროვნულ დონეზე. შიდსის მართვის კუთხით ქვეყანას მიღწევები აქვს ბოლო წლების განმავლობაში. შიდსი კვლავ არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და ქვეყანაში შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი, არასამთავრობო სექტორი, ჯანდაცვის სამინისტრო, ერთობლივად მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს შიდსის დროული გამოვლენის შესაძლებლობა და მკურნალობა იყოს ხელმისაწვდომი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სჭირდება შიდსის მკურნალობა.

შედეგები არის იმედისმომცემი, მთავარია მკურნალობაზე ჰქონდეს პაციენტს დამყოლობა. ამისთვის კლინიკური სექტორი სრულად მომზადებულია საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, რომ ადამიანებს შევთავაზოთ ის მკურნალობა, რაც მათ მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის სჭირდებათ.

ქვეყანა მიდის 2030 წლისკენ და ეს ის პერიოდია, როცა ჩვენ მდგრადი განვითარების ამოცანებს უნდა მივაღწიოთ. შიდსი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე. ამდენად, მიმდინარე პერიოდში მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მოსახლეობის ინფორმირება შიდსის რისკებთან დაკავშირებით, ასევე, პრევენციის მიზნით დროული ტესტირება, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებისა. თუკი დადასტურდა ეს დიაგნოზი, შემდეგ უკვე ხელმისაწვდომი მკურნალობა დაიწყება, რასაც სახელმწიფო პროგრამა სრულად ფარავს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს