ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა სამტრედიაში სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

ქალთა გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პროკურორებმა შეხვედრის დამსწრეებს ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე, ხაზი გაესვა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის მნიშვნელობას.

„შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, შეხვედრის მონაწილეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანიის მიზანი მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა. ამ მიზნით, მოსახლეობასთან სპეციალიზებული პროკურორების შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. #არაფემიციდს #მკვლელობაისჯებამკაცრად #შეაჩერეფემიციდი #სიყვარულიარკლავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს