შვედეთის ელჩის მოადგილე - საქართველოში, სტატისტიკის მხრივ, ბავშვთა ქორწინების შემთხვევები მსოფლიოში საშუალოზე ცოტათი მაღალია - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი რეაგირება ხდება

საქართველოში, სტატისტიკის მხრივ, ბავშვთა ქორწინების შემთხვევები მსოფლიოში საშუალოზე ცოტათი მაღალია, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩის მოადგილემ ერიკ ილესმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ერიკ ილესმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი რეაგირება ხდება.

„[ბავშვთა ქორწინება] პრობლემაა საქართველოში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია ეს პრობლემა და ვნახეთ, რომ საქართველოში, სტატისტიკის მხრივ, საშუალოზე ცოტათი მაღალია. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება ხდება. საქართველო საკვანძო კონვენციების ნაწილია, რომლებიც მიზნად ისახავენ ბავშვთა ქორწინების გაქრობას. შვედეთი მხარს უჭერს ინსტიტუტებსა და რეგულატორულ ცვლილებას და ახლა ფოკუსირებულია პრაქტიკაზე, იმპლემენტაციაზე, ვინაიდან ეს კულტურული ნორმების ცვლილებას მოითხოვს. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ გოგოს, რომელიც ბავშვთა ქორწინების სუბიექტი იყო, შესაძლებლობა აქვს, რომ ეს თავიდან აირიდოს. ბავშვების პრობლემა, როდესაც მათ ქორწინებას აძალებენ, იმაში მდგომარეობს, რომ ისინი სტიგმატიზებული ხდებიან. ჩვენ ასევე ვიცით, რომ სკოლებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის მხრივ ინფორმაცია შეზღუდულია და იშვიათი არ არის, როდესაც თინეიჯერი გოგო ორსულობის შემდეგ ქორწინდება, რათა სტიგმა აირიდოს თავიდან. ეს ისეთი ტიპის პრაქტიკებია, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება და სამიზნეში უნდა იქნან ამოღებული, და ეს ამ საზოგადოებთან ერთად უნდა ხდებოდეს. ასე რომ, „ზემოდან-ქვემოთ“ მიდგომა საკმარისი არ არის, ვინაიდან ეს საზოგადოებებიდან უნდა მოდიოდეს და კომუნიკაცია და პრევენცია მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ილესმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო