შვედეთის ელჩის მოადგილე - როდესაც საქმე კანონის უზენაესობას, ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის უფლებებს ეხება, საქართველოს მეტი პროგრესი სჭირდება

როდესაც საქმე კანონის უზენაესობას, ინსტიტუტების დამოუკიდებლობას და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის უფლებებს ეხება, საქართველოს აქ მეტი პროგრესი სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩის მოადგილემ ერიკ ილესმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„შვედეთის გადმოსახედიდან, ჩვენ ამას [ევროკომისიის რეკომენდაციას] დადებითად ვუყურებთ. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. საქართველოში ევროკავშირთან დაახლოების ძლიერი მხარდაჭერა არსებობს. ამჟამად, როგორც იცით, 27 წევრი სახელმწიფოს ზოგიერთ პარლამენტში ახლა მიმდინარე დემოკრატიული პროცესია, რათა 14-15 [დეკემბრის] დასკვნამდე მივიდეთ. ოპტიმისტურად და პოზიტიურად გამოიყურება, მაგრამ არ შემიძლია, რომ შვედეთის პარლამენტში მიღებულ გადაწყვეტილებას გავუსწრო, მაგრამ ჩვენ ძალიან ველით ამ შეხვედრასა და გადაწყვეტილებას. იმედი გვაქვს, რომ საქართველო მალე კანდიდატი ქვეყანა იქნება და შეეძლება [ევროკომისიის] 9 ნაბიჯში ჩამოთვლილ თემებსა და პრობლემებზე მუშაობის დაწყება. ასე რომ, კანდიდატის სტატუსი იმ პირობით მოდის, რომ საქართველო ამ 9 ნაბიჯს განახორციელებს, რომლებიც მნიშვნელოვანია შემდეგ გადაწყვეტილებამდე მისასვლელად, რომელიც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაა… გაფართოების შესახებ ანგარიშში ევროკომისიამ წინა 12 რეკომენდაციაზე პროგრესი შეაფასა. შეგვიძლია ვნახოთ, რომ 3 მათგანი მეტ-ნაკლებად განხორციელებულად შეფასდა. თუმცა, სხვა პრობლემებიც იყო, როდესაც საქმე კანონის უზენაესობას, ინსტიტუტების დამოუკიდებლობას და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის უფლებებს ეხება. ეს ის თემები იყო, სადაც საქართველოს მეტი პროგრესი სჭირდება”, - განაცხადა ილესმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება