ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში წევრობას არ ეთანხმება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში წევრობას არ ეთანხმება.

როგორც ის აცხადებს, უკრაინის ევროკავშირში წევრობა ამ მომენტისთვის არ ემთხვევა უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს.

ამიტომ პრემიერი ორბანი მიიჩნევს, რომ ოფიციალური კიევისთვის „სტრატეგიული პარტნიორობა“ უნდა იქნეს შეთავაზებული იქამდე სანამ დაიწყება მოლაპარაკებები მის გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება დღეს, არ ემთხვევა უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს. არ ღირს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება, რადგან ჩვენ არ შეგვძლებია ვუპასუხოთ კითხვას, თუ რა იქნება უკრაინის წევრობის შედეგები“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა უნგრული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ „მწვანე შუქის“ ანთება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების ან უკრაინის ახალი დაფინანსების გამოყოფის საკითხისთვის, უნდა მოხდეს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვანი გადაწყვეტილების საფუძველზე, თუმცა, უნგრეთი არც ახალი ბიუჯეტის დამტკიცებას ეთანხმება, რომელიც უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფას გულისხმობს.

ორბანის განცხადებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკრაინას დახმარება თავისი ეროვნული ხაზინებიდან უნდა შესთავაზონ და არა ევროკავშირის საერთო ბიუჯეტიდან.

ის ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინის გაწევრიანებაზე საუბარი საერთოდ არ უნდა იყოს 14-15 დეკემბრის სამიტის დღის წესრიგში.

„მე მხარს დავუჭერ ევროკავშირის დასკვნას უკრაინას სტრატეგიული პარტნიორობა შესთავაზოს პირველ ეტაპზე. 5-10 წელია საჭირო, ჯერ უნდა დავახლოვდეთ მათთან. ახლა დისტანცია ძალიან დიდია, მოგვეცით დრო მათთან მუშაობა დავიწყოთ“,- განაცხადა ორბანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს