„ევროპის უნივერსიტეტის“ ოლიმპიადაზე მე-12 კლასელებისთვის რეგისტრაცია გრძელდება

„ევროპის უნივერსიტეტი“ მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლების მე-12 კასელებისთვის ოლიმპიადას აცხადებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში - „განათლება ქმნის მომავალს“.

ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოლიმპიადის მიზანია მოსწავლეებში განათლების როლის პოპულარიზება და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება.

„ოლიმპიადაზე რეგისტრაცია მე-12 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ 10 დეკემბრის ჩათვლით. 16 დეკემბერს კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა უნდა შექმნან ესე სპეციალურად შერჩეულ თემაზე. ესეს თეზისი მონაწილეებისთვის ცნობილი გახდება ოლიმპიადის დაწყებამდე 5 წუთით ადრე. ოლიმპიადა აღმოსავლეთისა და დასავლეთის სკოლებისთვის ორ ლოკაციაზე პარალელურად ჩატარდება: თბილისი - „ევროპის უნივერსიტეტი", გურამიშვილის გამზირი N76 ქუთაისი - „ქუთაისის უნივერსიტეტი", წერეთლის ქუჩა N13 კონკურსანტებმა ოლიმპიადის დღეს 3 საათში წერილობითად უნდა შეასრულონ მინიმუმ 250 სიტყვიანი ესე ქართულ ენაზე. I, II და III ადგილზე გასულ მოსწავლეებს „ევროპის უნივერსიტეტი" გრანდიოზული პრიზებით დააჯილდოებს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად აბიტურიენტები დარეგისტრირდით ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf7ex2ol3lTsx4aVRSMSLrX8Bm14XIvUvV2OXlvPz6LPbIVMQ/viewform რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 დეკემბერი ოლიმპიადის დებულება და ესეს შეფასების კრიტერიუმები იხილეთ ბმულზე:

https://www.eu.edu.ge/ge/news/2282-evropis-universiteti-me-12-klaselebistvis-kartul-enasa-da-literaturashi-olimpiadas

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს