„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დღეს, ვაკის რაიონში, მინდელის ქუჩის N9-ის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური მილი, რომელიც ვაკის რაიონის ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ადგილზე არიან მობილიზებული და აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„მაგისტრალური მილის დაზიანების სირთულიდან გამომდინარე სამუშოები გახანგრძლივდა, რის გამოც წყალმომარაგების აღდგენის დრომ 2 დეკემბრის ღამის 02:00 საათამდე გადაიწია.

აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ, 2 დეკემბრის ღამის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:

ვაკის რაიონში: ნუცუბიძის მე-2 მიკრო რაიონს და I, II, III კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩისა და I მიკრო რაიონის ნაწილს, მინდელის, პოლიტოვსკაიას, ფხაკაძის, წმინდა მოწამე ვასილისკოსა და იოსელიანის ქუჩებს, შავგულიძისა და ჟღენტის ქუჩებისა და ვაჟა-ფშაველას V კვარტლის ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“ , - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება