დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ერთიანი ჯანმრთელობის საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო პროგრამის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ერთიანი ჯანმრთელობის საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო პროგრამის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში 18 რეზიდენტი გადამზადდა. კურსდამთავრებულები ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რობინ დანიგანმა დააჯილდოვეს.

„ერთიანი ჯანმრთელობის საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო კურსის მიზანი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრინციპებისა და ერთიანი ჯანმრთელობის კონცეფციის კონტექსტში, ეპიდემიოლოგების, ვეტერინარებისა და გარემოს სპეციალისტების პოტენციალის გაზრდაა.

ღონისძიებას, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების საქართველოს ოფისის დირექტორი ტუშარ სინგჰი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება