ჯანდაცვის სამინისტრო სუბსპეციალობის პროგრამაში - „სასამართლო ექსპერტიზა“ ექიმებს უფასოდ გადაამზადებს

ჯანდაცვის სამინისტრო სუბსპეციალობის პროგრამაში - „სასამართლო ექსპერტიზა“ ექიმებს უფასოდ გადაამზადებს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში აჭარის, იმერეთის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მცხოვრები 10 ექიმი გადამზადდება.

„გადამზადებული ექიმები, ძირითადი კლინიკური საქმიანობის პარალელურად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეგიონულ დანაყოფებში დასაქმდებიან და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას უზრუნველყოფენ. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც სწავლის, ისე სწავლის ხელშეწყობის ხარჯები (თბილისში საცხოვრებლის, ტრანსპორტის, დღიური ნორმის ხარჯები).

სასამართლო ექსპერტების გადამზადების პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა, განაცხადი სამინისტროს ელ-ფოსტაზე info@moh.gov.ge უნდა გამოაგზავნონ.

პროგრამასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - https://www.moh.gov.ge/uploads/files/2023/gancxadebebi/_sajaro-gancxadeba_.pdf“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება