გიგი წერეთელი - არავისთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ, ვისაც დასავლური დღის წესრიგი აქვს - ეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ძალიან რთულია

არავისთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ, ვისაც დასავლური დღის წესრიგი აქვს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

კითხვაზე - გამორიცხავს თუ არა 2024 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკურ თანამშრომლობას „ნაციონალურ მოძრაობასთან“? - წერეთელმა უპასუხა, რომ „ეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ძალიან რთულია“.

„არავისთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ, ვისაც დასავლური დღის წესრიგი აქვს. ეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ძალიან რთულია. გააჩნია, თანამშრომლობის ხარისხს. „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, ვინ უნდა იყოს მათი ლიდერი და ვისთან ერთად გააგრძელებენ ბრძოლას. მე ვხედავ, რომ გარდაუვალი იქნება სეპარაცია, ნიკა მელიას და მის ირგვლივ მყოფი ადამიანების გამოყოფა. ძალიან დიდხანს გაგრძელდა ეს ყველაფერი, ალბათ, თავისი პოლიტიკური მიზანი აქვს, რათა უფრო ადვილად მოხდეს განსხვავების დანახვა.

რაღაც პერიოდში ეს ჯგუფი იქნება და ვნახავთ. კოორდინაცია აუცილებელი იქნება, თუ ოპოზიციას ერთად უფრო მეტი ხმა არ ექნა, ბუნებრივია ხელისუფლებას ვერ დაამარცხებს“,- აღნიშნა წერეთელმა.

კითხვაზე, ახერხებს თუ არა „ევროპული საქართველო“ ხაბეიშვილთან კოორდინაციას, წერეთელმა აღნიშნა, რომ „დღეს ეს შეუძლებელია“.

„ხაბეიშვილი და ვინც არ უნდა იყოს, ყველაფერს აქვს ორი მხარე. თუ გადაკვეთის წერტილი არ გაქვს, არ გაქვს იდეური ერთობა და ვერ ხედავ საკითხებს ისე, რომ სინერგია ჰქონდეს, რთულია დაახლოება, თუმცა, სიტუაცია გაიძულებს.

პარლამენტში სხედან ადამიანები, რომელთაც არ უყვართ ერთმანეთი, შესაძლოა კლასშიც ასე იყოს, ან უნივერსიტეტში, ყველა არ გიჟდება ერთმანეთზე, მაგრამ ის ვითარება და გარემოება ერთად მუშაობა აიძულებთ, რაღაც გააკეთონ. ამ ყველაფერს ჩვენს პარლამენტში სიმულაციის სახე აქვს. ორიენტირებულები უნდა ვიყოთ, რომ ადამიანებმა გაიგონ, რა უნდა ოპოზიციას“, - აღნიშნა წერეთელმა.

გარდა ამისა, მან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიციებზეც ისაუბრა. კერძოდ, კითხვაზე, უცნაურად ეჩვენება თუ რა ის ფაქტი, რომ სააკაშვილი არ საუბრობს პარტიის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე და ეუთო-სთან დაკავშირებით ავრცელებს განცხადებებს, წერეთელი აღნიშნავს, რომ სააკაშვილს პარტიაში მიმდინარე პროცესებზე საუბარი არ სურს, უცნაური კი ბევრი რამ ჰგონია.

„ბევრი რამ მეჩვენება უცნაურად, არამარტო ეს. ვფიქრობ, [ეუთოს] საკითხზე იმიტომ საუბრობს, რომ არ უნდა [პარტიაში მიმდინარე პროცესებზე] საუბარი. „ნაციონალურ მოძრაობას“ სირთულეები აქვს, კონკრეტულად გაყოფა-გამოყოფა. რეალობაა ის, რომ ოპოზიციური ფრონტისთვის ეს ცუდია, ცუდია თავად „ნაციონალური მოძრაობისთვის“. მთავარი ამოცანა ის ხომ არ არის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღოს 23-32% და „ევროპულმა საქართველომ“ და სხვებმა 3-8%. მთავარია, ოპოზიციამ ერთიანად მოახდინოს ხელისუფლებაზე მეტის მოგროვება და შეცვლა. ჩვენ გვჭირდება მყარად პროდასავლური მთავრობა, რათა მივაღწიოთ საბოლოო მიზანს. მთლიანობაში, ნებისმიერი ოპოზიციური პარტიების დასუსტება საერთო სურათისთვის კარგი არ არის. ხალხს ალტერნატივის დანახვა უნდა“, - აღნიშნა წერეთელმა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს