შარლ მიშელი - დეკემბერში გვექნება საფუძვლიანი დებატები ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანასთან, რათა შევაფასოთ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ უკრაინასთან დაკავშირებით

დეკემბერში ჩვენ გვექნება საფუძვლიანი დებატები ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანასთან, რათა შევაფასოთ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ უკრაინასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, როდესაც მას სთხოვეს შეეფასებინა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის წინადადება, რომ უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების ნაცვლად ოფიციალური კიევისთვის სტრატეგიული პარტნიორობა შეეთავაზებინათ.

როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, ევროკავშირს უკვე აქვს უკრაინასთან ასოცირების შეთანხმება.

„ჩვენ უკვე გვაქვს ასოცირების შესახებ შეთანხმება უკრაინასთან, რომელიც გვთავაზობს ბევრ შესაძლებლობას ოფიციალურ კიევთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. დეკემბერში ჩვენ გვექნება საფუძვლიანი დებატები ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანასთან, რათა შევაფასოთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ უკრაინასთან დაკავშირებით“,- განაცხადა შარლ მიშელმა.

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში წევრობას არ ეთანხმება. როგორც ის აცხადებს, უკრაინის ევროკავშირში წევრობა ამ მომენტისთვის არ ემთხვევა უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს. ამიტომ პრემიერი ორბანი მიიჩნევს, რომ ოფიციალური კიევისთვის „სტრატეგიული პარტნიორობა“ უნდა იქნეს შეთავაზებული იქამდე სანამ დაიწყება მოლაპარაკებები მის გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს