ნინო ლაცაბიძე - პროგრამამ „მართე შენი ქალაქი“ ახალგაზრდებში დიდი ინტერესი გამოიწვია

რუსთავის მერიაში, ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძის მიერ ინიციირებული პროგრამის - „მართე შენი ქალაქი“ მეხუთე ეტაპი დასრულდა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ნინო ლაცაბიძე პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს შეხვდა.

მათივე ცნობით, მერთან შეხვედრაზე ახალგაზრდებმა ერთთვიანი სტაჟირების შედგები შეაჯამეს და ნინო ლაცაბიძეს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

შეხვედრას ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანელი ჩხარტიშვილი ესწრებოდა.

„პროგრამამ ,,მართე შენი ქალაქი“ ახალგაზრდებში დიდი ინტერესი გამოიწვია და ეს ძალიან მახარებს. პროგრამა ორიენტირებულია იმაზე, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა რაც შეიძლება მეტი გაიგონ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. სიმბოლურად ამ პროგრამას, ჩვენ „მართე შენი ქალაქი“ დავარქვით. ძალიან ბევრს გაუჩნდა ქალაქის განვითარების სხვადასხვა მიმართულებაში ჩართვის სურვილი და სწორედ ამ პროგრამის მეშვეობით მათ აქვთ დღეს შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ და დეტალურად გაეცნონ მერიისა და მერიის ყველა სამსახურის საქმიანობას“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მერმა „მართე შენი ქალაქში“ ჩართულ 14 სტუდენტს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა, ასევე სტაჟირების პროგრამით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა.

„პროგრამა - „მართე შენი ქალაქი“ რუსთავის მერიამ გასული წლის თებერვალში დაიწყო და დღემდე მასში 74 სტუდენტი ჩაერთო. მეხუთე ეტაპზე ერთთვიანი სტაჟირება 14-მა ახალგაზრდამ გაიარა. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის რუსთაველი სტუდენტები, მერიის სამსახურებში განხორციელებულ რეფორმებს, მუშაობის სპეციფიკასა და ახალ მუნიციპალურ სერვისებს, ადგილზე გაეცნენ. პროგრამაში ჩართვის მსურველები ონლაინ რეგისტრაციით შეირჩნენ. რუსთავის მერია ახალგაზრდების წახალისებისა და ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, რამდენიმე პროგრამას ახორციელებს, მათ შორის აფინანსებს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის წარჩინებული სტუდენტების სწავლის საფასურს. მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას ყველა სტუდენტი შეღავათიანი ტარიფით სარგებლობს, წარჩინებული სტუდენტებს კი თბილისი-რუსთავის მიმართულებით მგზავრობისთვის, მერიის პროგრამის ფარგლებში, ყოველთვიურად გარკვეული თანხა ერიცხებათ. 2023 წელს, რუსთავის მერიამ კიდევ ერთი ახალი პროგრამა - „ახალი სიმწვანე“ დაიწყო, რომელიც სტუდენტებზე მორგებული გრაფიკით „რუსთავსერვის ცენტრში“ მათ ანაზღაურებად ერთთვიან დასაქმებას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო