შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანმა საკოორდინაციო საბჭომ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა

შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, მიმდინარე პროგრამები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გახსნა. თამილა ბარკალაიამ, საბჭოს მნიშვნელობასა და შშმ პირების უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებულ, თუ მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. ღონისძიებაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდნენ: ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ნიკო თათულაშვილი, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის ხელმძღვანელი იანა ზელინგეროვა.

„შეხვედრაზე, სამინისტროს სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ კურტანიძემ, საქართველოში, შშმ პირებისთვის განკუთვნილი ალტერნატიული სერვისების განვითარებაზე წარადგინა პრეზენტაცია. შემაჯამებელ შეხვედრაზე, პრეზენტაციები წარადგინეს საბჭოში შემავალი დეინსტიტუციონალიზაციის, სოციალური სერვისების განვითარებისა და შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის კომიტეტების წარმომადგენლებმა. ღონისძიების მონაწილეებმა, შშმ პირთა საჭიროებებზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმებიც განიხილეს.

შეხვედრას საჯარო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შშმ თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისა და სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს