აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველო-რუსეთის საზღვრის გასწვრივ, ზამთრის თვეებში პერსონალი ვერ განთავსდება, რაც ამ ტერიტორიებს უკანონო საქმიანობისთვის ღიად ტოვებს - 65 სასაზღვრო პუნქტიდან 10 პრიმიტიულ ან ცუდ მდგომარეობაშია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ამ მხრივ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები შეფასდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში საზღვრების დაცვის კუთხით საქართველოს მუშაობას დადებითად აფასებს, განსაკუთრებით სამხრეთი საზღვრის დაცვის მიმართ გაწეულ სამუშაოებს, მაგრამ გამოყოფს იმ არეალს, სადაც სიტუაცია უნდა გამოსწორდეს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის მთავრობას რესურსების სიმცირით გამოწვეული შეზღუდვების აღმოსაფხვრელად დახმარება სთხოვა. შეზღუდული რესურსები აფერხებს საზღვრების უსაფრთხოების დაცვის მცდელობებს, როგორიცაა, თვალის სკანერი აეროპორტებისთვის, ძრავების შეცვლა საპატრულო ნავებისთვის და აღჭურვილობა სწრაფი რეაგირების გუნდებისთვის. სასაზღვრო პოლიცია საქართველოს მწვანე საზღვრებს 65 სასაზღვრო პუნქტიდან აკონტროლებს, რომელთაგან დაახლოებით, 10 პრიმიტიულ ან ცუდ მდგომარეობაშია და მთელი წლის განმავლობაში პერსონალის საცხოვრებელ პირობებს ვერ აკმაყოფილებს. შედეგად, რუსეთთან ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ, მაღალ სიმაღლეზე არსებულ საზღვრის მონაკვეთებზე ზამთრის თვეებში პერსონალი ვერ განთავსდება, რაც ამ ტერიტორიებს უკანონო საქმიანობისთვის ღიად ტოვებს“, - ნათქვამია ანგარიშში.

გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ულტრამემარჯვენე, პრორუსული ჯგუფის „ალტ-ინფოს“ გეგმები, რომლითაც ისინი „თბილისი პრაიდის“ 2022 წლის ივნისის ღონისძიების ჩაშლას ცდილობდნენ, აღკვეთეს.

აღნიშნულის მიუხედავად, ანგარიშში ხაზგასმულია ის, რომ „ალტ-ინფომ“ და მისმა პოლიტიკურმა პარტიამ, „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ გავლენა მთელი ქვეყნის მასშტაბით გააფართოვა.

„ალტ-ინფო არის ულტრამემარჯვენე, პრორუსული ჯგუფი, რომელიც ასოცირდება ძალადობრივ ექსტრემიზმთან, მათ შორის, ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზებასთან და განხორციელებასთან ათობით ჟურნალისტისა და აქტივისტის წინააღმდეგ 2021 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების და 2021 წლის 6 ივლისს ძალადობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს. „ალტ-ინფოს“ მომიტინგეებმა ღონისძიების დროს დემონსტრაცია ცალკე ლოკაციაზე მოაწყვეს. 2021 წლის ღონისძიებაზე ჩადენილი ძალდობის არც ერთ ორგანიზატორსა და ჯგუფს, მათ მათ შორის, „ალტ-ინფოს“ და ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებულ ულტრამემარჯვენე ქსელებს, 2022 წელს სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ. „ალტ-ინფომ“ და მისმა პოლიტიკურმა პარტიამ, „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ გავლენა მთელი ქვეყნის მასშტაბით გააფართოვა“, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს