გურამ მაჭარაშვილი - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა პრაქტიკულად, კიდევ ერთხელ მიიტანა „ვენოკი“ „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ პანაშვიდზე - ევროკავშირში და ამერიკაში მიხვდნენ, რომ საქართველოს ჰყავს პროდასავლური ხელისუფლება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ განცხადებით, პრაქტიკულად, კიდევ ერთხელ მიიტანა „ვენოკი“ ნაცმოძრაობის პოლიტიკურ პანაშვიდზე, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, როდესაც შეაფასა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება კონტრტერორიზმის საკითხებში საქართველოს ჩართულობის თაობაზე.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოების წინაშე მიჩნეულია, რომ საქართველოს ჰყავს ქართული და პროდასავლური ხელისუფლება.

„როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლობის ტყუილი ჩვენი პარტნიორების მხრიდან დადასტურდა თავად ჩვენმა პარტნიორებმა დაიწყეს ინფორმაციის გადამოწმება. როგორც ევროკავშირში ისე ამერიკაში, მიხვდნენ, რომ თურმე პოლიტიკური მავნებლები ყოფილან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და თურმე, საქართველოს სახელმწიფოს ჰყავს ქართული, პროდასავლური ხელისუფლება, რომელსაც უნდა სტრატეგიული ურთიერთობა და არა ვასალური, აშშ-სთან. თუ დააკვირდებით, ამის მერე განცხადებები წამოვიდა ევროპიდან, ამერიკიდან და სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი განცხადება სწორედ ამას მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში, ტერორიზმის წინააღმდეგ [მუშაობის] მიმართულებით საქართველო ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ როგორც ნატო-სთან თავსებადობის, ევროატლანიკური კუთხით საქართველო მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოების წინაშე მიჩნეულია, რომ მას ჰყავს ქართული და პროდასავლური ხელისუფლება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ 2022 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ გააგრძელა ურყევი ჩართულობა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია