ირაკლი ღარიბაშვილი - გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის, წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო

საქართველოში სერიოზულად ვუდგებით კლიმატურ კრიზისებთან გამკლავების როლს და მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადავდგით ამ მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო წელს საქართველოში.

„თქვენო უდიდებულესობავ, თქვენო სამეფო უმაღლესობავ, გენერალურო მდივანო, თქვენო აღმატებულებავ, პრეზიდენტებო და პრემიერ-მინისტრებო, ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, მოგმართოთ საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით. მსურს უღრმესი მადლობა გადავუხადო მის უმაღლესობას, შეიხ მოჰამედ ბიზ ზაიდ ალ ნაჰიანს, არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს გულუხვი სტუმართმოყვარეობისა და დუბაიში ამ მნიშვნელოვანი სამიტის მასპინძლობისთვის. არაბთა გაერთიანებული საამიროები მართლაც არის ტექნოლოგიური ინოვაციებისა და მოდერნიზაციის, კრეატიულობისა და პროგრესის სამაგალითო ქვეყანა გლობალური მასშტაბით. და ახლა, ის კლიმატის მდგრადობის ძალისხმევასაც თაოსნობს.

ძვირფასო კოლეგებო, კლიმატის ცვლილების თვალხილული ეფექტი, რომელიც სულ უფრო მძიმდება და დამანგრეველ გავლენას ახდენს როგორც ადამიანებზე, ისე გარემოზე, დაჩქარებულ ძალისხმევას მოითხოვს კლიმატის ცვლილებებისადმი მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ამიტომ, მტკიცედ მწამს, რომ კლიმატურ კრიზისებთან გასამკლავებლად რამდენიმე ძირითადი საერთაშორისო ძალისხმევა უნდა შენარჩუნდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ესენია: 2030 წლისთვის გლობალური ემისიების განახევრება და 1.5°C ზღვრული ოდენობის შენარჩუნება პარიზის შეთანხმების შესაბამისად; ზარალისა და ზიანის ფონდში შენატანების თანამიმდევრული განხორციელება; ჩარჩო-სისტემის შემუშავება კლიმატის ადაპტაციის გლობალური მიზნის მისაღწევად.

ასევე უნდა შესრულდეს კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებისთვის ძალისხმევის დაფინანსების დაპირება წელიწადში 100 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით. კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის მიზნით განხორციელებული ძალისხმევის დაფინანსების გაორმაგების თაობაზე ნაკისრი ვალდებულებაც უნდა შესრულდეს.

საქართველოში სერიოზულად ვუდგებით კლიმატურ კრიზისებთან გამკლავების როლს და მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადავდგით ამ მიმართულებით. გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო წელს საქართველოში. უფრო მეტიც, ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარება უკვე ითვალისწინებს დაბალი ნახშირბადის და კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის ღონისძიებებს, რაც წელიწადში 300 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“, - განაცხადა პრემიერმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან