პროკურორებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში  ახალციხეში შეხვედრა გამართეს

სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის წარმომადგენლებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, ახალციხის მერიისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სსიპ-ების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ღონისძიებას, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულების მიმართულებით პროკურატურაში განხორციელებულ რეფორმებსა და დაზარალებულთა საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებზე.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის შეჩერება კომპლექსური გამოწვევაა, რომელთან საბრძოლველად საჭიროა საზოგადოების ჩართულობა და ერთიანი ძალისხმევა.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეების კითხვებს უპასუხეს. #არაქალთამიმართძალადობას #ძალადობადანაშაულია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება